saqarTvelos mdinareebi - Zirula
ტერიტორიული ერთეულები | საჩხერის, ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები |
სათავე | ლიხის ქედი 42°19`55` ჩ. გ. 43°38`44` ა. გ. |
შესართავი | მდ. ყვირილა 42°05`51` ჩ. გ. 43°04`32` ა. გ. |
სიგრძე | 83 კმ |
აუზის ფართობი | 1270 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 26.6 მ³/წმ |
მდინარე დასავლეთ საქართველოში. მიედინება საჩხერის, ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1252 მ სიმაღლეზე. მდინარე ყვირილის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 83 კილომეტრი, აუზის ფართობი 1270 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მთავარი შენაკადებია: დუმალა, ჩხერიმელა და ხელმოსმულა.
წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულში, წყალმოვარდნები - შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი სოფელ წევასთან - 6,6 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად. მდინარე ძირულის ხეობაშია გაშენებული სოფლები: ქვედა წევა, ბორითი, შროშა და სხვა. ძირულასა და დუმალის წყალგამყოფზე შემორჩენილია ფიჭვნარი.
ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღწერს მდინარე ძირულას:
„ძირულას მდინარე გამოსდის პერანგის მთასა, და ხეფინის ხევის ვერტყვილამდე აღვსწერეთ ქართლზედ, და ხეფინის ხევის ვერტვილიდამ ხარაგაულამდე დის სამხრეთს-დასავლეთ შუა და ხარაგაულიდან შორაპნამდე დის აღმოსავლეთიდან დასავლეთად.“